აჩმა - უსწრაფესი რეცეპტი

აჩმა - უსწრაფესი რეცეპტი
3-06-2021, 00:28

ინგრედიენტები

• 5 კვერცხი
• 300მლ თბილი წყალი
• 1 ჩ.კ მარილი
• 1 ჩ.კ შაქარი
• 1 ს.კ არაყი
• 100მლ ზეთი
• 300გ კარაქი
• 600გ იმერული ყველი
• 600გ სულგუნი
• 1,5კგ (დაახლოებით) ფქვილი

მომზადების წესი

კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ წყალი, მარილი, შაქარი,არაყი, ზეთი, კარგად ავურიოთ და ნელ-ნელა შევაზილოთ ფქვილი. ცომი ვზილოთ კარგად. გავყოთ 10 ნაწილად (280გ გამომივიდა). 
ჭურჭელში გავადნოთ კარაქი.
ყველი დავხეხოთ მსხვილ სახეხზე და გავყოთ ორ ნაწილად.
პირველ და ბოლო ფენას არ ვხარშავთ. დანარჩენი 8 ფენა გავაბრტყელოდ თხლად (ეტაპობრივად). მოვხარშოთ (2წთ)მარილიან და ცოტა ზეთიან წყალში, ფრთხილად ამოვიღოთ სახელურიანი საწურით, გავავლოთ ცივ წყალში და დავწუროთ (მსუბუქად).
ფენებს შორის ფუნჯით მოვაწუწოთ კარაქი. მე-4 და მე-7 ფენებს მოვაყაროთ ყველი.
ზემოდან მოვუსვათ ათქვეფილი კვერცხის გულის, გამდნარი კარაქის და მაწონის ნარევი.
სასურველია გავაჩეროთ მაცივარში 1-2სთ. დავჭრათ და შევწვათ მაღალ ტემპერატურაზე შეწითლებამდე.

რეკლამა